არავითარ რევოლუციასა და დაპირისპირებას არ ვაპირებთ - გრიგოლ ვაშაძე
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2018 16:50
არავითარ რევოლუციასა და დაპირისპირებას არ ვაპირებთ - გრიგოლ ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ რევოლუციასა და არეულობას არ გეგმავენ.

„არავითარ რევოლუციას, არეულობას, დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ იმის გაკეთებას, რის უფლებასაც გვაძლევს კონსტიტუცია და საქართველოს კანონმდებლობა იმიტომ, რომ ჯერჯერობით რისი გაუქმებაც ვერ მოასწრო ივანიშვილმა ამ ქვეყანაში, ეს არის შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ასე რომ, სრული კონსტიტუციური უფლება გვაქვს შევიკრიბოთ იქ, სადაც საჭიროდ ვთვლით,“ - აცხადებს ვაშაძე.

გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით კვირას რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მანიფესტაციისთვის ემზადება.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" 28 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გააყალბა, რის გამოც, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს.

ტეგები