ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2018 17:15
ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა

ლანჩხუთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

კერძოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა იოანე ნათლისმცემლის სკოლის ეზო. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები. მოსახლეობას შეფერხებით მიეწოდება ელექტროენერგია. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილებზე მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ფაცურია და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები მაშველებთან ერთად იმყოფებიან.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია-ს ფოტო.

ტეგები