
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი - მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცავად, საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ახალი კანონის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, კერძოდ:
• იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში,
საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების
მიმდებარე ტერიტორიაზე;
• ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად,
მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
• ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე
სისხლის სამართლის დანაშაულია;
• მარიხუანას მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე, კერძო სექტორში მომუშავე
პირებისთვის;
• მარიხუანას მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო
უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული
საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;
• გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას
მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
• სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა
ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას კლინიკური
ზემოქმედების ქვეშ.
კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია.
ტეგები
USD | 2.9089 |
EUR | 3.2210 |
GBP | 3.8319 |
TRY | 0.5011 |