ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პრობლემები შექმნა
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2018 18:58
ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სტიქიის გამო  რეგიონიდან 210 შეტყობინება შევიდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორაციით, ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა 60 საცხოვრებელ სახლს, წააქცია 25 ხე და დააზიანა 5 ავტომანქანა.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, მეხანძრე - მაშველები ამ წუთებში სამაშველო ღონისძიებებს განაგრძობენ. რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 150 მეხანძრე-მაშველი.

ძლიერი ქარის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან შემოსულია 57 შეტყობინება.

ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი გადახადა და დააზიანა ხეები

ტეგები