თანადგომა ჰოლანდიურად - 800 საათზე მეტია მოხალისეები დევნილი ოჯახისთვის ლოცულობენ
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2018 21:14
თანადგომა ჰოლანდიურად  - 800 საათზე მეტია მოხალისეები დევნილი ოჯახისთვის ლოცულობენ

ჰოლანდიაში 800 საათზე მეტია სასულიერო პირები და მოხალისეები სომხეთიდან დევნილი თამრაზიანების ოჯახისთვის ლოცულობენ, რათა მათი დეპორტაცია არ მოხდეს.

საქმე იმაშია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ჰოლანდიაში პოლიციას არ აქვს უფლება, ეკლესიაში შევიდეს ლოცვის დროს. კანონმდებლობის ამ პუნქტიდან გამომდინარე, დევნილებმა თავი სწორედ ერთ-ერთ ეკლესიას შეაფარეს მას შემდეგ, რაც მათ შესაბამისმა სამსახურმა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

აღსანიშნავია, რომ თამრაზიანების ოჯახისთვის ლოცულობენ არამხოლოდ იმ ეკლესიის მღვდლები, რომელშიც არიან, არამედ სხვადასხვა სასულიერო პირებიც.

მათი ერთადერთი იმედი ამ საქმეში მთავრობის ჩარევაა, რადგან ჰოლანდიური კანონმდებლობა ითვალისწინებს იმ ბავშვების შეწყალებას და დეპორტაციაზე უარის თქმას, რომლებიც ქვეყანაში 5 წელზე მეტია ცხოვრობენ.

თამრაზიანების ოჯახი, რომელის შემადგენლობაში სამი ბავშვია, ჰოლანდიაში 2010 წლის შემდეგ ცხოვრობს. მათ სომხეთი პოლიტიკური დევნის მოტივით დატოვეს.

ტეგები