სტიქიის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 389 შეტყობინება შევიდა
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2018 22:52
სტიქიის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  389 შეტყობინება შევიდა

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 21:30 საათის მონაცემებით, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებიდან შემოსულია 389 შეტყობინება.

მათ შორის: იმერეთიდან - 300, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 75 და გურიიდან კი 14.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ინფორმაციით, იმერეთი - გამოძახებების უმრავლესობა (200) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 130 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 150 შენობას ახადა სახურავი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი - ძლიერი ქარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი მოქალაქე, დაზიანდა 1 ავტომანქანა. ქარმა 32 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 40 ხე.

გურია - ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.

სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახურის 450 მეხანძრე-მაშველი.

ტეგები