საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
ამობეჭდვა · 30 / 11 / 2018 22:58
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა ესტონეთის ეროვნული გუნდი 80:73 დაამარცხა, რითაც ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა.

ტალინში გამართული მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც არასრულ 31 წუთში 23 ქულა, 11 მოხსნა და ერთი დაფარება მიითვალა.

ორმაგი დუბლით გამოიჩინა თავი გოგა ბითაძემაც. მის ანგარიშზე 19 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა იყო. კარგი მატჩი გამოუვიდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ კალათბურთელ თად მაკფადენსაც, რომელმაც 35 წუთში 19 ქულა მოაგროვა, განსაკუთრებით აღსანიშნავი მისი შორეული ტყორცნებია, მაკფადენმა 7-იდან 5 სამქულიანი ჩააგდო. მასპინძელთა შემადგენლობაში კი 14 ქულით იანარი იოსარი გამოირჩა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართვლოს ნაკრებს ოთხი მოგება და ცხრა მარცხი დაუგროვდა და ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. 

ტეგები