დემნა გვასალიას ორიგინალური სამოსი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2018 10:21
დემნა გვასალიას ორიგინალური სამოსი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

გასულ წელს დემნა გვასალიას ბრენდმა საწვიმრების ხაზი წარმოადგინა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს მიუძღვნა. კოლექციაში 12 მუქი ლურჯი ფერის საწვიმარია, რომლებზეც თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ასტროლოგიური ინფორმაციაა დატანილი. საწვიმრები ონლაინ მაღაზიაში იყიდება და მათი ფასი 300 დოლარამდე მერყეობს.

"ვერძი ცნობილია ცეცხლოვანობითა და სიუხვით. ამ ნიშანში ყველაზე შთამბეჭდავი კარგი ლიდერობის უნარი და ოპტიმიზმია."

"ტყუპები სოციალურად აქტიურები, კომუნიკაბელურები და გართობისთვის მუდამ მზადყოფნაში არიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ბევრი ტალანტი აქვთ."

"ლომი ზოდიაქოს სამეფო ლიდერია. ამართლებენ რა ამ ცხოველის არსს, ძლიერები, მკაცრები, თამამები და მამაცები არიან."

"კურო მიწის ნიშანია. ცნობილები არიან როგორც სანდო, პრაქტიკული და მგრძნობიარე. კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სილამაზის შეგრძნების საოცარი უნარი აქვთ."

"კირჩხიბი წყლის ნიშანია. სახლის და ოჯახის მოყვარულები სენსიტიურები, ემოციურები, ჰარმონიულები არიან."

"ქალწულები ყოველთვის აქცევენ ყურადღებას პატარა დეტალებს და ჰუმანურობის განსაკუთრებული შეგრძნება აქვთ."

"სასწორის სიმბოლო ბალანსის დაცვას წარმოადგენს. ზოდიაქოს ეს ნიშანი მშვიდობისმოყვარე და სამართლიანია და მარტო ყოფნას ვერ იტანს."

"მორიელები ვნებიანი და მგრძნობიარე ხალხია. გაბედულები და მტკიცეები არიან და სიმართლის გასაგებად ბოლომდე იბრძოლებენ."

"მშვილდოსანი ნამდვილი მკვლევარია და მოგზაურობა და თავგადასავლები საოცრად უყვარს. ის არის ინდივიდი, რომელსაც გართობა და კარგი კამპანია იტაცებს."

"თხის რქა დროს და პასუხისმგებლობას განაგებს: ის საოცრად პასუხისმგებლიანი და საუკეთესო მენეჯერია."

"მერწყული ჰუმანურობის სიმბოლოა. ის თანამედროვე, დამოუკიდებელი და თავისუფლებისმოყვარეა."

"თევზები მეგობრულები და თავდადებულები არიან. ყოველთვის მოწადინებულნი რომ სხვებს დახმარების ხელი გაუწოდონ."

ტეგები