„ლუკას იარაღი არ ჰქონდა და არც ექნებოდა“ - დაკავებული ლუკა ჩხეტიას მამა
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2018 14:11
„ლუკას იარაღი არ ჰქონდა და არც ექნებოდა“ - დაკავებული ლუკა ჩხეტიას მამა

დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედროს ლუკა ჩხეტიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქართველმა სამართალდამცავებმა პოლიტიკური ნიშნით დააკავეს.

დაკავებულის მამააცხადებს, რომ თუ მისი შვილი დღის ბოლომდე არ გაათავისუფლეს, მისი ოჯახი პარლამენტის წინ მიმდინარე მამების აქციას შეუაერთდება.

„დაგვირეკეს დღეს, რომ დაკავებული არის. დაუდეს ნაღდად იარაღი. ლუკას იარაღი არ ჰქონდა და არც ექნებოდა და არც ჰქონდა საჭიროება იმის, რომ იარაღით ხელში გამოსულიყო. დღეს მითუმეტეს აქციებზე. ჩამოვიდა უკრაინელ ძმებთან ერთად რომ გაეზიარებინა, დაემტკიცებინა ეს მთავრობა რომ ეს მოვიდა ძალით, ფულით, ყოველნაირი უბედურებით. არ უნდოდა და დაუდგა გვერდით. უკრაინაში იბრძოდა დონბასის ბატალიონში ვაჟკაცურად. სასირცხვილო არაფერი არ გაუკეთებია. პირიქით, უნდა დაუდგეს მთავრობა, რომ ასეთი ვაჟკაცი და ასეთ რაღაც ლაჩრობას სჩადიან. იარაღს უდებენ“, - აცხადებს ლუკა ჩხეტიას მამა სერგო ჩხეტია.

ჩხეტია 2 ჯერ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობდა. ბოლო პერიოდში კი უკრაინაში იბრძოდა.

შეგახსებენთ, რომ დედაქალაქაში სპეცოპერაცია გამთენიისას ჩატარდა. სამართალდამცავებმა უკრაინის 5 მოქალაქე აიყვანეს. სავარაუდოდ მათთან ერთად მოხდა ქართველი სამხედროს დაკავებს. 

ტეგები