დაკავებულია უკრაინის 7 მოქალაქე - შსს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2018 14:27
დაკავებულია უკრაინის 7 მოქალაქე - შსს თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში უკრაინის მოქალაქეების დაკავების ფაქტს ადასტურებს და ამის თაობაზე შესაბამის ინფორმაციას ავრცელებს.

„თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის 7 მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტეგები