გაერთიანებული ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2018 15:48
გაერთიანებული ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე აქციას მართავს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იწყება. დემონსტრაციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

ოპოზიციის მხარდამჭერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე იკრიბებიან. მხარდამჭერები შეკრებას საქართველოს სხვადასხვა რაიონიდანაც შეუერთდნენ. ცოტა ხნის წინ აქციას შეუერტდა მოქალაქეთა ჯგუფი რუსთავიდან და მარნეულიდან, რომლებიც სკანდირებდნენ: “მიშა, მიშა!”

საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან უკვე იმყოფებიან “ძალა ერთობაშია”-ს ლიდერებიც, რომლებიც მედიასთან საუბრიას აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გამოხატავდა მოქალაქეთა ნებას, ვინაიდან პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევებით წარიმართა.

ტეგები