გაერთიანებული ოპოზიცია ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებას ვადას აძლევს
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2018 16:59
გაერთიანებული ოპოზიცია ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებას ვადას აძლევს

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ხელისუფლებას ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად სამუშაო ჯგუფის შექმნა მოსთხოვა და ვადა 16 დეკემბრამდე მისცა. გრიგოლ ვაშაძემ საზოგადოებას ის ცვლილებები წარუდგინა, რომლის გატარებასაც გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან ითხოვს:

„ჩვენ არ ვიბრძვით თანამდებობებისთვის და ძალიან მინდა გთხოვოთ ყური დაუგდეთ გაერთიანებული ოპოზიციას და პარტნიორ პარტიებს, ყური დაგდეთ ერთმანეთს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ჩვენ ათასობით მხარდამჭერებს. ჩვენ საქართველოს ისტორიაში პირველად გავიმარჯვებთ კონსტიტუციური და სამართლებრივი გზით. პროვოკაციაში ჩვენ ვერ შეგვითრევენ, იმიტომ რომ გამარჯვებული მხარე ვართ. 5 თვე მამაოჩვენოსავით ვიმეორებდით და ვთავაზობდით ხელისუფლებას პარტნიორობას ამ საკითხებში- კოალიციური, ეროვნული, მრავალპარტიული, პროფესიული მთავრობა, რომელსაც ქვეყნის ამოყვანა შეუძლია, სოციალურ, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან. ოპოზცია, როგორც ხელისუფლების ნაწილი, როგორც ეს არის ჩვენ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. კონსესუსზე დაფუძნებული, არაერთპარტიული კონსტიტუცია, იმიტომ რომ ამ კონსტიტუციით ცხოვრება არ შეიძლება, დამოუკიდებელი სასამართლო, უცხოელი მოსამართლეებით. საკონსტიტუციო სასამართლოში ადამიანის უფლებების პალატა, არბიტრაჟის მოხმობა, როდესაც ქონებრივი დავა ეხება მილიონზე მეტ ლარს, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს საუბარი ბიზნესის წართმევაზე. გენერალური პროკურორის შერჩევა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. სახელმწიფო აუიდიტის სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევა სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის მიერ. პროკურატურა უნდა დარჩეს ზედამხედველ ორგანოდ და გამოეყოს მას გამოძიება და გაფორმდეს, როგორც ამერიკული ანალოგი, ფედერალური საგამოძიებო ბიურო. პოლიტიკური პოლიციის გაუქმება, გვეყოფა პოლიტიკური პოლიცია, გესტაპო და კაგებე ამ ქვეყანაში. რა სახელიც არ უნდა ერქვას და რომელ ხელისუფლებასაც არ უნდა ემსახურებოდეს, კმარა, აღარ გვინდა პოლიტიკური პოლიცია. დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო, რომ ბიძაშვილებმა და მამიდაშვილებმა სახელმწიფო ტენდერები და ბიუჯეტი არ ხრან. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვთავაზობთ რომ ამ ქვეყანაში ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა დამთავრდეს, ვინც არ უნდა იყოს ეს ერთი პირი და როგორიც არ უნდა იყოს ეს პარტია. ამიტომ ჩვენ მივდივართ პოლიტიკურ პროცესში თქვენთან ერთად არ გავჩერდებით სანამ არ მივაღწევთ ჩვენ მიზნებს და სულ უფრო მეტი პარტია შემოუერთდება ჩვენ სამართლიან მოთხოვნებს. რადგანაც ამ მოპარულმა არჩევნებმა გვაჩვენა რომ სახელმწიფოში პოლიტიკური სიტუაცია და მოქალქეების განწყობა მთლიანად შეიცვალა და ქართულ ოცნებას აღარ აქვს პოლიტიკური მანდატი და ნდობა სახელმწიფოს მართვისთვის, ჩვენ ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენ ვითხოვთ ისეთ ძირეულ ცვლილებებს, რომელიც მთლიანად შეცვლის კორუმპირებულ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცესკოდან დაწყებული უბნებამდე დამთავრებული. ეს კომისიები უნდა დაკომპლეტქსეს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პარტიების და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. მექანიზმი გაერთიანებულ ოპოზიციას უკვე შემუშავებული აქვს, უნდა გაუქმდეს საოლქო კომისიები. საჯარო მოხელეებს მკაცრად უნდა აეკრძალოთ კამპანიაში მონაწილეობა, განსაკუთრებით მინისტრებს და მინისტრების მოადგილეებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა თუ გინდათ 5 ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ ადამიანს იპოვით, ჩვენც ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენ დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან, ვადას გაძლევტ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი ნაბიჯები, მაგრამ უმორჩილებელი თხოვნა მაქვს ბატონო ე.წ ხელისუფლევავ, ახლა ვაი-ვიშს ნუ ატეხავთ და კიდევ ელჩების გამოგზავნას ნუ დაიწყებთ ჩემთან. არც კონსტიტუციის ფარგლებიდან გავალთ არც სამართლის ფარგლებიდან არც კანონს დავარღვევთ და არც მუშტი-კრივში ჩავებმებით, იმდენნი განათლება და გამოცდილება გვაქვს რომ სამართლებრივად დაგამარცხოთ. ჩვენი გაბრაზება გამოიხატება იმაში, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ ქართველი ხალხის ხმა იყოს გაგონებული.“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. 

ტეგები