„აქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2018 17:47
„აქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე გაერიანებული ოპოზიციის აქციაზე იმყოფება და იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

„ჩვენ ვნიშნავთ თითო ადამიანი 100 ადამიანს, იმიტომ რომ აქ დგანან ადამიანები, რომლებიც არ იყიდებიან, რომლებსაც აქვთ ღირსება, რომლებსაც გააჩნიათ ნამუსი. აქ მე ვხედავ მართლა ვაჟკაცებს, მართალ დიაცებს, როგორც ეს შეეფერება კავკასიელ ხალხს და არა იმ ადამიანებს, რომლებიც იყიდებიან. აქ მართლა საქართველოა დღეს, აქ მართლა ქართველი ერია. როგორც შეეფერება ეს ნამდვილ ქართველებს, დღეს მე ვხედავ ნამდვილ ქართველებს დ ამით მოხარული ვარ. ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა და იმის შნო, ვაშენოთ ქვეყანა და დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც დღეს სისტემაში არიან და სისხლით მსმელები არიან, ვინც სისხლით მოვიდნენ და ვინც სისხლით უნდა გავაცილოთ", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ტეგები