გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ლეიბორისტები მივიდნენ
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2018 17:49
გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ლეიბორისტები მივიდნენ

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას "ლეიბორისტული პარტიის" ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წევრმა ლეილა გაფრინდაშვილმა მიმართა.

მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტია“ საპრეზიდენტო არჩევნებს არ სცნობს და დაუყოვნებლივ ხელისუფლების გადადგომას ითხოვს.

„ისინი ხალხისთვის არ მოსულან, მათ უნდათ მხოლოდ ქართველი ხალხის ფული, ქართველი ხალხი ღატაკი და გაუბედურებული, რომ ადვილად იყიდონ ისე, როგორც კარტოფილით და შაქრით მოინდომეს ქართველი ხალხის ყიდვა. ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა და არ უკადრებია ქვეყნად არავის, ისეთი რამეები აკადრა საქართველოს, მან დაანგრია საყდრისი, მან ღვინის ქვეყანა მარიხუანას ქვეყნად გადააქცია. ჩვენ, "ლეიბორისტული პარტია" ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ხალხის გვერდით და ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ეს ხელისუფლება.“ - განაცხადა ლეილა გაფრინდაშვილმა.

ტეგები