რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულდა
ამობეჭდვა · 02 / 12 / 2018 18:32
რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულდა

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულდა. კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციის მოთხოვნების შესრულებისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევენ. სწორედ ამ დღეს დაანონსდა მომვდევნო აქციაც.

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცენბას”: წამზომი ჩართულია, ვადა 16 დეკემბრამდე. 16 დეკემბრამდე იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაციით, ინაუგურაცია იქნება 16 დეკემბერს.

ჩვენ ვრჩებით კონსტიტუციურ ფარგლებში, მაგრამ გვაქვს უფლება, გავაპროტესტოთ მოპარული არჩევნები და ვაკეთებთ ამას. ამიტომ, ველოდებით თქვენს პასუხს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

ამ ერთხელ კიდევ ვუჩვენოთ სახელმწიფოებრივი მიდგომა ჩვენს ოპონენტებს. დღეს დავიშალოთ და შევიკრიბოთ 16 დეკემბერს. ვიქნებით 10-ჯერ მეტი”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ სცნობს არჩევნების შედეგებს და ამზადებს სარჩელს, რომელსაც სასამართლოში შეიტანს მათი გაბათილების მოთხოვნით. მისი განცხადებით, ოპოზიცია დღის წესრიგში ტოვებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას და ასევე ითხოვს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას.

ტეგები