ზაზა სარალიძე დღეიდან მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2018 11:55
ზაზა სარალიძე დღეიდან მთავარ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე დღეიდან გეგმავს შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს შეხვდეს, რათა საქმის მასალებს გაეცნოს, - ამის შესახებ სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვამდე განაცხადა.

"დღეიდან ჩავერთვები ამ პროცესში აქტიურად, ოფიციალურად მივმართავ მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრასთან დაკავშირებით, რათა დეტალებს გავეცნო, თუ რა ხდება საქმესთან დაკავშირებით.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას რაც შეეხება, დაველოდოთ სასამართლო პროცესების დასრულებასო, ეს არ არის სწორი. არც ერთი მოსამართლე არ არის ვალდებული, ახალი ფიგურანტი შეიყვანოს საქმეში. აქციებიც გრძელდება“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, აქციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ სამართლიანობა არ იქნება მიღწეული.

ტეგები