ზაზა გაბუნია სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2018 15:07
ზაზა გაბუნია სახელმწიფო რწმუნებულებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამსახელმწიფო რწმუნებულებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს რეგიონების გამოწვევებსა და მიზნებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისადა დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე რეფორმებზე.

შეხვედრისას ხაზი გაესვა რეგიონების ინფრასტრუქტურის განვითარების, მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური გაძლიერებისხელშეწყობის საკითხებს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონების თანაბარი და უწყვეტი განვითარებისპოლიტიკაზე და რწმუნებულების ინსტიტუტის შესახებ ისაუბრა.

„სახელმწიფო რწმუნებულები პრემიერ-მინისტრს და მთავრობას წარმოადგენენ და მნიშვნელოვანია მათიმონაწილეობა რეგიონების განვითარების საქმეში. ვფიქრობ საჭიროა რწმუნებულების როლის და შესაძლებლობებისინსტიტუციური ზრდაც, რომ მათი საქმიანობის ფორმალური საფუძვლები შესაბამისობაში იყოს არსებულ გამოწვევებთან.საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი საკანონმდებლო და კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით მზადარის ასეთი სამუშაოსთვის", - აღნიშნა გაბუნიამ.

შეხვედრას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, თავმჯდომარის მოადგილემერაბ ქვარაია და კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

ტეგები