ბიურომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2018 16:32
ბიურომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უძღვებოდა, 5-7 დეკემბრის რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს.

რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგში ერთი კენჭსაყრელი და 85 განსახილველი საკითხია - როგორც კანონპროექტები, ასევე სარატიფიკაციო დოკუმენტები.

პარლამენტის სხდომაზე კენჭი ეყრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილ კანდიდატურებს.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს და მისი თანმდევი კანონპროექტების მეორე და მესამე მოსმენით განხილვას გეგმავს.

კანონმდებლები რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით აღნიშნული სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის.

ბიურომ ასევე იმსჯელა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე.

5 დეკემბერს 11:45 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, ხოლო რიგგარეშე სხდომა მუშაობას 12:00 საათიდან შეუდგება.
 

ტეგები