სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2018 17:59
სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის დაგიორგი მარგველაშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შედგა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისასუფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილისმომავალი გუნდის წევრი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ მომავალსაქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესიმიმდინარეობს დემოკრატიული ფორმებში, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება.

ტეგები