"გრიგოლიჩ, რას გირჩევ იცი? თბილისი მაინც ხელისუფლების ცენტრია და ჭორვილის ტყეში ფიცის დადებას ეშხი არ ექნება" - ირაკლი ოქრუაშვილი
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2018 19:07
"გრიგოლიჩ, რას გირჩევ იცი? თბილისი მაინც ხელისუფლების ცენტრია და ჭორვილის ტყეში ფიცის დადებას ეშხი არ ექნება" - ირაკლი ოქრუაშვილი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თბილისში არ შედგებაო.

გრიგოლიჩ, ხალხის მოვარდნის თუ გეშინია, რას გირჩევ იცი? თბილისი მაინც ხელისუფლების ცენტრია და ჭორვილის ტყეში ფიცის დადებას ეშხი არ ექნება.

ამიტომ, მტკვარზე დიდი ტივი შეკარით და სანამ მცხეთიდან ორთაჭალამდე ცურვით დაყვებით, სალომე, თავისი ქართულით, ფიცის წაკითხვასაც მორჩება. ასარევათ მოსული ხალხი კი მტკვარში ნაღდად არ გადმოხტება, წყალი ეხლა ისეთი ცივია.

პ.ს. არღანის წაღება არ დაგავიწყდეთ, მტკვარზე დაცურებულ ტივს უხდება, ოღონდ რუჩკა სალომეს ბიჭს დაატრიალებინე აუცილებლად", - წერს ოქრუაშვილი.

ტეგები