ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებმა“ საზოგადოების კვლევის ცენტრთან ერთად კონფერენცია გამართა
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2018 19:20
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებმა“ საზოგადოების კვლევის ცენტრთან ერთად კონფერენცია გამართა

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატებმა“ საზოგადოების კვლევის ცენტრთან ერთად პროგრესულიგადასახდების შემოღების თაობაზე იმსჯელა.

პარლამენტში დღეს გამართულ კონფერენციაზე პროგრესული საგადასახადო სისტემის უპირატესობებზე ისაუბრეს.კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო კვლევა „საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და შესაძლებლობებისაქართველოს ინკლუზიური განვითარებისთვის“, ასევე ისაუბრეს უთანასწორობის, როგორც განუვითარებლობის საფრთხეებისადა იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება პროგრესული გადასახადების შემოღებით საქართველოს დახმარება.

„ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, -„უთანასწორობა არის ჩვენი ეკონომიკის და საერთოდ საზოგადოების გამოწვევა. პროგრესული გადასახადი ნიშნავს, ისეთსაგადასახადო სისტემას, როდესაც მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა იხდის უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს საშემოსავლოგადასახადისას, ხოლო დაბალშემოსავლიანები იხდიან უფრო ნაკლებს. ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, ეს არისაუცილებელი. ყველა განვითარებად ქვეყანაში განსაკუთრებით ბევრი რესურსია საჭირო, რომელიც შეიძლება მიზანმიმართულადმიემართოს ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ჩვენთან ამ რესურსების დეფიციტი შეინიშნება“. მისივე განცხადებით,დღევანდელი კონფერენციით დაიწყო დისკუსია ამ თემაზე. რის შემდეგაც გაგრძელდება მუშაობა შესაბამის საკანონმდებლოდოკუმენტზე.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფელიქსჰეტი, ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლის პროფესორი ეკონომიკაში, მაკროეკონომიკასა და ეკონომიკურპოლიტიკაში ახიმ ტრუგერი, ასევე, ქართველი მეცნიერები და ექსპერტები.

კონფერენცია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.

ტეგები