სპეცოპერაციისას დაკავებულები უკრაინელები ბრალს არ აღიარებენ, ბრალის წარდგენის დოკუმენტზე კი „სლავა უკრაინე“ დაწერეს - ადვოკატი
ამობეჭდვა · 03 / 12 / 2018 23:59
სპეცოპერაციისას დაკავებულები უკრაინელები ბრალს არ აღიარებენ, ბრალის წარდგენის დოკუმენტზე კი „სლავა უკრაინე“ დაწერეს - ადვოკატი

სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს ერთ მოქალაქეს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულების ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულებმა პროტესტის ნიშნად, ბრალის წარდგენის ოფიციალურ ფურცელს "სლავა უკრაინა" დააწერეს და დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

უფლებადამცველების განმარტებით, უკრაინის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ, დაკავებამდე რამდენიმე ხნით ადრე კი მათ უცნობი პირები უთვალთვალებდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ტეგები