როგორ ავიხდინოთ საახალწლო სურვილები - 6 ყველაზე გავრცელებული გზა
ამობეჭდვა · 04 / 12 / 2018 12:09
როგორ ავიხდინოთ საახალწლო სურვილები - 6 ყველაზე გავრცელებული გზა

როგორც ამბობენ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ყველა ნატვრა სრულდება, მთავარია გულით ჩაიფიქრო და დადებითი ენერგიით დამუხტო. სურვილების ასახდენად ადამიანები სხვადასხვა სახის რიტუალსაც მიმართავენ. გთავაზობთ ყველაზე გავრცელებულ რიტუალებს და ყველა კეთილი სურვილის ახდენას გისურვებთ. 

1. სურვილი ფურცელზე

ვიდრე ღამის 12 საათი შესრულდება, ფურცელზე სურვილი დაწერეთ, დაწვით, ჭიქაში ფერფლი ჩაყარეთ და დალიეთ - ეს ყველაფერი 1 წუთში უნდა მოასწროთ.

2. ნახტომი მომავალში

სანამ 12 სთ ჩამოკრავს, დადექი სკამზე, დახუჭე თვალები და წარმოიდგინე თავი იმ სამყაროში, სადაც შენი ოცნება უკვე ასრულდა. როგორც კი დადგება ახალი წელი, გადმოხტი სკამიდან - ეს იქნება ახალი ნაბიჯი ახალ 2017 წელში.

3. სურვილი ბალიშის ქვეშ

ასევე პოპულარულია პატარა ფურცლებზე სურვილების ჩამოწერა და ბალიშის ქვეშ დაწყობა. დილით ბალიშიდან მხოლოდ ერთი ფურცელი აიღეთ და წაიკითხეთ - რა სურვილიც ფურცელზე დაწერეთ, აგისრულდებათ.

4. საახალწლო ბარათი 

ახალი წლისთვის დაწერე შენი ოცნება ფურცელზე, ჩადე მისალოცი ბარათში და გაუგზავნე შენს თავს ფოსტით. ეს ოცნება დაწერე ისე თითქოს უკვე ასრულებულია.

5. სურვილი ნაძვის ხეზე 

ბევრ ქვეყანაში ფურცელზე დაწერილ საახალწლო სურვილებს, ლამაზად აფორმებენ და ნაძვის ხეზე ჰკიდებენ , როგორც ამბობენ ეს არის ყველაზე მოკლე გზა ახალი წლის ღამეს სურვილების ასახდენად. 

6. ფინანსების მოსაზიდად

ახალი წელი, რომ ბარაქიანი იყოს ნაძვის ხეს ხურდებითა და კუპიურებით რთავენ.

საახალწლო რიტუალები როგორც ვხედავთ ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა აქ ყველაზე მთავარი ერთი რამ არის, განწყობა - მოზეიმეები დღესასწაულს ისე უნდა შეხვდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.

 

 

წყარო