როგორ უნდა შეხვდეთ ღორის წელს - რა უნდა გეცვათ, როგორი უნდა იყოს სადღესასწაულო სუფრა და მორთულობა?
ამობეჭდვა · 04 / 12 / 2018 12:19
როგორ უნდა შეხვდეთ ღორის წელს - რა უნდა გეცვათ, როგორი უნდა იყოს სადღესასწაულო სუფრა და მორთულობა?

ჩინური კალენდრის მიხედვით, 2019 წელი ყვითელი ღორის წელია. ასტროლოგები ამბობენ, რომ საერთო+ ჯამში, ღორის წელი მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება მთელი მსოფლიოსთვის. ღორის წელი ჩინური კალენდრის მიხედვით 2019 წლის 5 თებერვალს დადგება, თუმცა მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ღორის წელთან შესახვედრად დღესასწაულს 31 დეკემბერს აწყობენ და შესაბამისად ემზადებიან.

ასტროლოგები ამბობენ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღორის წელს შეხვდეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში, იყოთ მათ გვერდით, ვინც ნამდვილად გიყვართ და ვისაც ნამდვილად დიდ პატივს სცემთ. უნდა აჩვენოთ სამყაროს თუ რა ძლიერი და მყარი კავშირი გაქვთ თქვენი ოჯახის უხუცეს წევრებთან, რომ დიდ პატივს სცემთ წინაპრებს. სადღესასწაულო სუფრაზე წარსულისა და მომავალის შერწყმა უნდა ჩანდეს. ასტროლოგების მტკიცებით, ამ შემთხვევაში სამყაროსგან ბევრ შესაძლებლობას მიიღებთ.

ოჯახის დაქორწინებულმა და ბედნიერმა წყვილებმა დაუქორწინებელ ოჯახის წევრებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, საკუთარ შვილებს, ახალი წლის ღამეს, ფულის მონეტები უნდა აჩუქონ. მათ ბედნიერების მონეტებს უწოდებენ და სჯერათ, რომ ღორის წელში წარმატების, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მომტანი იქნება. 

„ბედნიერების ფული“ წითელ ტუბში, ჩანთაში, ან რაიმე ნებისმიერ სხვა წითელ ნივთში უნდა იყოს მოთავსებული. საჩუქარი ბედნიერების მომტანი იქნება არა მხოლოდ მისი ადრესატისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, ვინც ფული საჩუქრად გასცა.

ჩინური ზოდიაქოს მიხედვით, ღორის წელში ფულის მონეტები უნდ აჩუქოს ოჯახის ახალგაზრდა წევრებს უხუცესმა ადამიანმაც, როგორც დაუქორწინებლებს, ასევე დაქორწინებულებს.

მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს გეცვათ რაიმე ახალი, თუნდაც ეს იყოს თეთრეული. სჯერათ, რომ ახლის დასაწყისს ახალი სამოსით უნდა შეხვდეთ, თუ გინდათ, რომ წარმატების მომტანი კარი გაგიღოთ სამყარომ.

სახლი მორთეთ წითელი და ყვითელი ფერებით. აუცილებლად ყველაფერი უნდა იყოს სუფთა და გაახლებული. წითელ ფურცლებზე დაწერეთ სურვილები და ფანჯარაზე მიაკარით, ასევე შეგიძლიათ ამ სურვილების ფურცლებით ნაძვის ხე მორთოთ.

სახლი მორთეთ ყვავილებით, თუმცა აუცილებლად ცოცხალი ყვავილები უნდა იყოს, ხელოვნურ ყვავილებს ნუ იყიდით. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ თუ ახალ წელს, სხვადასხვაგვარი ყვავილებით მორთულ სახლში შეხვდებით, ის წელი ბედნიერების მომტანი იქნება.

რაც შეეხება საკვებს, არ არის არანაირი აკრძალვა, თუმცა ჩინელებს სჯერათ, რომ განსაკუთრებით ბედნიერების მომტანი იქნება ღორის წელი იმ შემთხვევაში, თუ სუფრაზე თევზით მომზადებული კერძები გექნებათ.

არ დაგავიწყდეთ ხილი, განსაკუთრებით კი, ფორთოხალი. სუფრასთან უხვად მიიტანეთ ბროწეულის მარცვლები. ამით ბარაქასა და დოვლათს მიიზიდავთ. შემწვარი ქათამი არ დაჭრათ, დაუჭრელად მიიტანეთ საახალწლო სუფრასთან, რადგანაც ეს ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლოდ მიაჩნიათ.

ჩინელები ახალი წლისთვის ძალიან დიდი რაოდენობით საჭმელს ამზადებენ და ფიქრობენ, რომ ასე სიმდიდრეს იზიდავენ.

ახალი წლის დილა დაიწყეთ ჩაის მირთმევით. ჩინური ტრადიციის თანახმად, ღორის წელის დადგომისას, პირველ დილით ოჯახის ყველა წევრმა უნდა მიირთვას ტკბილი ჩაი, რაც ტკბილი და ბედნიერი ცხოვრების სიმბოლოა. სადღესასწაულო სუფრაზე კი, მთავარი ალკოჰოლური სასმელი წითელი ღვინო უნდა იყოს. 

 

წყარო