მადლობა კახა კალაძეს და საპატრულოს წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს, ის რომ არა, დენი არ გვექნებოდა - ზაზა სარალიძე
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2018 00:04
მადლობა კახა კალაძეს და საპატრულოს წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს, ის რომ არა, დენი არ გვექნებოდა - ზაზა სარალიძე

მადლობა კახა კალაძეს და საპატრულოს წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს, ის რომ არა, დენი არ გვექნებოდა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

​„შეშის ღუმელები მოვიტანეთ, სავსეა კარავი შეშით. მერე მოვიდა პატრულის უფროსი და გვითხრა, დენს გამოგიყვანან, ესენი არ დადგათო. მან ადამიანური თვალით შემოგვხედა. მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს და იმ ადამიანს, გოგა მემანიშვილს, რომელიც არის აქ საპატრულოს უფროსი, ვინც იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არც დენი იქნებოდა და არც არაფერი. მან დაამყარა კომუნიკაცია თავის უფროსებთან, როგორც ჩანს, მერიასთან მივიდა ეს ჩვენი პირობა და დენი გამოგვიყვანეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.