რიკოთის გვირაბში დღეს მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2018 10:53
რიკოთის გვირაბში დღეს მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

ტეგები