„ინფორმაცია, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს, მცდარია“ - დავით ზალკანიანი
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2018 13:14
„ინფორმაცია, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს, მცდარია“ - დავით ზალკანიანი

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირანის 200 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს, მცდარია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

“ამ მონაცემებთან დაკავშირებით ჩვენ ცოტა განსხვავებული პოზიცია გვაქვს, განსხვავებული ინფორმაცია. ბუნებრივია, იქნება კომუნიკაცია მათ საელჩოსთან თბილისში და ყველა ამ მიმართულებით, იქნება გაზიარებული ჩვენი მხრიდან მათთვის ინფორმაცია. მათაც ექნებათ შესაძლებლობა, გასცენ პასუხი კითხვებს, რომელიც არსებობს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მინისტრმა არ უპასუხა კითხვას, რა მიზეზით ეთქვათ ირანის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლაზე უარი.

ირანული მედიის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს სახმელეთო და საჰაერო საზღვრიდან ირანის 200-მდე მოქალაქეა დეპორტირებული. მათ შორის ისეთი პირებიც, რომლებსაც საბუთები წესრიგში ჰქონდა.

ტეგები