„ივანიშვილმა მითხრა, არ ხარ ვალში „ოცნებასთან", შეგიძლია დამოუკიდებელი იყო“ - სალომე ზურაბიშვილი
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2018 13:17
„ივანიშვილმა მითხრა, არ ხარ ვალში „ოცნებასთან", შეგიძლია დამოუკიდებელი იყო“ - სალომე ზურაბიშვილი

„არჩევნების შემდეგ ვნახე ივანიშვილი. მითხრა, შენ არ ხარ ვალში მმართველ პარტიასთან, შეგიძლია, დამოუკიდებელი იყო" - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა The Daily Beast-თან საუბარში განაცხადა.

აღნიშნულ გამოცემასთან ზურაბიშვილი აღიარებს თავის გამარჯვებაში „ქართული ოცნების" მხარდაჭერის მნიშვნელობას, თუმცა ამბობს, რომ „არ არსებობს წინაპირობები, რომელიც მას აიძულებს, მომავალში ივანიშვილისა და მისი პარტიის ერთგული იყოს".

ზურაბიშვილი კამპანიის დროს მის მიმართ მუქარებზეც საუბრობს.

„კამპანიის დროს თავს მესხმოდნენ იმის გამო, რომ ვარ „კრემლის აგენტი", „მოღალატე", ვერ ვსაუბრობ ქართულად, მაქვს „ეკლესიის საწინააღმდეგო მოსაზრებები" - ეს ყველაფერი საკმაოდ მტკივნეული იყო. რელიგია, ენა, ქვეყნისადმი თავდადება ის ელემენტებია, რომლებიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს, მე ამ ელემენტების მჯერა", - ამბობს ზურაბიშვილი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „არაფერი ჩანს ადვილი საქართველოში, სადაც საზოგადოება დემოკრატიისკენ მიიღვწის, თუმცა გახლეჩილია ჩრდილოვან ლიდერ, მილიარდელ ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ექსპრეზსიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით, ამ ორ მხარეს შორის კი ბევრი პოსტსაბჭოთა ავაზაკია".

ტეგები