„თუ თავი აქვს ჩამოვიდეს და მატროსოვზე კუთვნილი ადგილი დაიკავოს“ - ნუკრი ქანთარია მიხეილ სააკაშვილზე
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2018 13:58
„თუ თავი აქვს ჩამოვიდეს და მატროსოვზე კუთვნილი ადგილი დაიკავოს“ - ნუკრი ქანთარია მიხეილ სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია საქართველოს მსამე პრეზიდენტზე კომენტარს აკეთებს. ქანთარიას განცხადებით, თუ სააკაშვილს თავი აქვს ჩამოვიდეს საქართველოში და „მატროსოვზე კუთვნილი ადგილი დაიკავოს“:

“ნიკა გვარამია ყოფილი პროკურორია. ეს არის შხამით გაბერილი გაბოროტებული ადამიანია. სააკაშვილი კი მასხარა გახდა, ოღონდ საშიში მასხარა, რადგან იქიდან რაღაც არაკანონიერ განცხადებებს აკეთებს. ბოლო ხანებში რაღაცა შეცვალა. თუ თავი აქვს ჩამოვიდეს და მატროსოვზე თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს. “რუსთავი 2"-იც, რომელიც პარტიის დანამატია და მოკლედ, ეს ყველაფერი აზელილია ერთმანეთში. გვარამია კიდევ ამ ყვყელაფერს ხელმძღვანელობს.როდემდე გაგრძელდება ეს, ვნახავთ”, – განაცხადა ქანთარიამ “მეტრონომთან” ინტერვიუში.

ტეგები