სტიქიამ სამეგრელოს 7 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიაყენა
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2018 15:26
სტიქიამ სამეგრელოს 7 მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიაყენა

სამეგრელოს რეგიონში 30 ნოემბრის სტიქიის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესი კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს. სპეციალურმა კომისიამ დაითვალა სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა, რომელიც, დღეის მდგომარეობით, 7 მილიონ ლარს აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

698 საცხოვრებელი სახლის სრულად, ან ნაწილობრივ გადახდილი სახურავების აღსადგენად დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მასალის გაცემის პროცესი დასრულების ფაზაშია.

დაზიანებული საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია, მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბეწვის ხიდს, რომელიც 2 სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა, ყოველდღიურად 300-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობდა, რომელთაც ხიდის რესტავრაციამდე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. განმუხურში დაზიანებული ამფითეატრის ზარალს მოწვეული ექსპერტები ჯერ კიდევ ითვლიან, რის შემდეგაც დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სახურავებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედლებიც ჩამოიშალა, ხოლო მათ აღსადგენად საჭირო სამშენებლი მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარე დღეებში დასრულდება.

სტიქიამ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტს მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა, ფოთში კი სტიქიისგან მიყენებული ზარალი მილიონ ლარს აღწევს. 30 ნოემბრის მონაცემებით, სტიქიის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მთლიანობაში 465 შეტყობინება 

ტეგები