ფოთში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა გაიხსნა
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2018 15:30
ფოთში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

ფოთში, კოლხური კულტურის მუზეუმის ნიკო ნიკოლაძის კოშკში, ნიკო ნიკოლაძის მემორიალური დაფა გახსნეს. ამის შესახებ Droa.ge წერს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქალაქისთვის, როგორიც ფოთია და ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, - ჰქონდეს და შეინარჩუნოს ეს ისტორია. ნიკო ნიკოლაძის კოშკი ძალიან შთამბეჭდავია. ვფიქრობ, ფოთი იღბლიანი ქალაქია, რომ აქვს ასეთი ლამაზი შენობა და ჩვენც, როგორც პორტი, პატივი გვერგო წვლილი შევიტანოთ ისტორიის შენარჩუნებასა და გაცოცხლებაში. ამასთან, მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა ჩადეს ამ ნამდვილად საინტერესო ღონისძიების ჩატარებაში, რათა გვეჩვენებინა ისტორიის ეს მნიშვნელოვანი მონაკვეთი ახალგაზრდებისთვის, რომელთაც უნდა იცოდნენ თუ საიდან მოდიან. 160 წელი დიდი დროა და საინტერესოა პორტიდან დანახული ქალაქი. მე ვფიქრობ, რომ ეს ფანტასტიკური რამაა, რადგან ჩვენ ამ ისტორიის ნაწილი ვართ“, – განაცხდა ფოთის საზღვაო ნავსადგურის გენერალურმა დირექტორმა კლაუს ჰოლმ ლაურსენმა.

მსურველებს ექსპოზიციის დათვალიერება ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ. ღონისძიება ფოთის საზღვაო ნავსადგურის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტეგები