ატოცში ოკუპანტები გააქტიურდნენ
ამობეჭდვა · 05 / 12 / 2018 21:24
ატოცში ოკუპანტები გააქტიურდნენ

ატოცში საოკუპაციო ხაზთან დღეს ოკუპანტების გააქტიურება შეიმჩნეოდა. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრი დავით ქაცარავა ავრცელებს. მისი თქმით უკვე გავლებულ მავთულხლართებთან მდებარე საგუშაგოზე ოკუპანტებმა დამატებითი ძალები მიიყვანეს.

ქაცარავა ვარაუდობს, რომ ხვალიდან შესაძლოა ოკუპანტებმა ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესიც განაახლონ.

ტეგები