ნიკა რურუას დღეს დაკრძალავენ
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 10:36
ნიკა რურუას დღეს დაკრძალავენ

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრს, კულტურის ყოფილი მინისტრს ნიკა რურუას დღეს დაკრძალავენ.

ოჯახის ინფორმაციით, პოლიტიკოსს დღეს, 11:00 საათზე ვერის სასაფლაოს ეკლესიაში გადაასვენებენ, რის შემდეგაც 15:00 საათზე დაკრძალავენ

მისი ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის სახლში ნახეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა. 

ტეგები