ლევან იზორია თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 11:23
ლევან იზორია თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია თანამდებობის დატოვებას გამორიცხავს. ამის შესახებ ლევან იზორიამ ჟურნალისტებს თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განუცხადა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

როგორც ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა, ის დღეს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს.

„მე დღეს გესაუბრებით სამომავლო გეგმებზე. ლოგიკური დასკვნა თვითონ გამოიტანეთ. გამორიცხულია“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ტეგები