საფრანგეთში 2019 წელს საწვავზე გადასახადები აღარ გაიზრდება
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 11:36
საფრანგეთში 2019 წელს საწვავზე გადასახადები აღარ გაიზრდება

საფრანგეთში მიმდინარე მასობრივი აქციების ფონზე, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე 2019 წელს საწვავზე გადასახადები აღარ გაიზრდება.

მანამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საწვავზე გადასახადს ნეხევარი წლით გადაავადებდა, თუმცა "ყვითელი ჟილეტების" მასობრივი აქციების შედეგად, გადაწყვეტილება შეცვალა.

მოძრაობა სახელწოდებით "ყვითელი ჟილეტი" საფრანგეთში მასობრივ აქციებს 17 ნოემბრიდან აწყობდა. ისინი  2019 წლის პირველი იანვრიდან ბენზინზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. საფრანგეთში ბენზინი ბოლო ერთ წელიწადში 15%-ით გაძვირდა.