ზურაბიშვილი: არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც ჩემი გუნდის წევრად განვიხილავ
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 13:55
ზურაბიშვილი: არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც ჩემი გუნდის წევრად განვიხილავ

არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, რომელსაც განვიხილავ ჩემი გუნდის წევრად,- ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის შემადგენლობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, გუნდის ფორმირებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ის არის ერთ-ერთი, რომელსაც გავნიხილავ, თუმცა სანამ საბოლოოდ არ არის ჩემი გუნდის შემადგენლობა დადასტურებული, ნაადრევია იმაზე საუბარი თუ ვინ იქნება და ვინ არა მისი წევრი. არ ვმალავ, რომ დიმიტრი გაბუნია არის ერთ-ერთი, მაგრამ ძალიან რთული სიტუაციაა. ჯერ ადმინისტრაციის საბოლოო ფორმატიც არ ვიცით და ამიტომ თავს ვიკავებ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც მერე გადასახედი იქნება. მირჩევნია, როცა მივიღებ გადაწყვეტილებას, ეს იყოს საბოლოო", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატი დიმიტრი გაბუნია სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი იქნება. 

ტეგები