თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 16:02
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის აღმართზე კლდის ჩამონგრევის შემდეგ მიმდინარე გაწმენდითი
სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა 2 საათით შეიზღუდება.

"აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას ავლაბრის მოედანზე დაასრულებს. გამონაკლისია N37 ავტობუსი, რომელიც დროებით ორთაჭალის გავლით გადაადგილდება. ანალოგიურად, ბარათაშვილის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორთაჭალის გავლით იმოძრავებს. გაწმენდით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური აწარმოებს", - აცხადებენ უწყებაში.

ტეგები