ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 16:21
ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონია წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

ნიკა რურუას ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ, რომელმაც ნიკა რურუას ოჯახს პატრიარქის სამძიმრის წერილი გადასცა.

ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკა რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა. 

ტეგები