რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 16:43
რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"მივიღე ინფორმაცია, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურზე მიიღეთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო ხმათა უმრავლესობა. გილოცავთ, ხალხის ხმებით, ამ საპატიო თანამდებობაზე არჩევას. მოხარული ვიქნები, თქვენთან ერთად ვიმუშაო, თურქეთისა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების ყველა სფეროში კიდევ უფრო განსავითარებლად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ ხალხს- კეთილდღეობა და აღმავლობა", - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ წერილში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა.

ტეგები