სოფიო ქაცარავა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აქტუალურია და ჩვენ ვიყენებთ ამ და სხვა ფორმატსიმისთვის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა მოახდინონ ადეკვატური რეაგირება
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 18:47
სოფიო ქაცარავა: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აქტუალურია და ჩვენ ვიყენებთ ამ და სხვა ფორმატსიმისთვის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა მოახდინონ ადეკვატური რეაგირება

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა მილანში მიმდინარე ეუთოს ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ეუთოს მინისტერიალზე, რომელშიც 57 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და დელეგაცია მონაწილეობს, პრაქტიკულადყველამ კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

მისი ინფორმაციით მინისტერიალზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე. „კიდევერთხელ მოუწოდეს რუსეთს დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და შეწყვიტოს აგრესია და დესტრუქციულიქმედებები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი აქტუალურია და ჩვენ ვიყენებთ ამ და სხვა ფორმატსიმისთვის, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა ამ ყველაფრის მიმართ მოახდინონ ადეკვატური რეაგირება და შეფასება,”- განაცხადა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თვამჯდომარე.

ტეგები