უსახლკარო ამერიკელმა $17 000 იპოვა და საქველმოქმედო ფონდს გადასცა
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 19:02
უსახლკარო ამერიკელმა $17 000 იპოვა და საქველმოქმედო ფონდს გადასცა

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში 32 წლის უსახლკარო კევინ ბუტმა საქველმოქმედო სახლის გვერდით ფულით სავსე ჩანთა იპოვა. ჩანთაში 17 000 დოლარი ელაგა. კევინმა ფული საქველმოქმედო სახლს გადასცა. 

„ბევრი ჩემს ადგილზე ფულს აიღებდა, თუმცა მე მათ არ მივეკუთნები“, - ამბობს კევინი და დასძენს, რომ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო.

საქველმოქმედო სახლმა ფულის გარკვეული ნაწილი კევინს დაუბრუნა. კევინ ბუტი უკვე 7 წელია ქუჩაში ცხოვრობს, ის ვარაუდობს, რომ ამ ფულით საყოფაცხოვრებო პირობებს გაიუმჯობესებს.

წყარო: imedinews.ge

ტეგები