სალომე ზურაბიშვილი: თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 20:13
სალომე ზურაბიშვილი: თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს

თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მოვიწვევ გრიგოლ ვაშაძეს, - ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

კითხვაზე, იქნება თუ არა "პატრიოტთა ალიანსი" ინაუგურაციაზე მიწვეული, ზურაბიშვილმა უპასუხა: "რატომაც არა! მაგრამ ინაუგურაციაზე პარტიები არ იქნებიან მიწვეული, ყველა იქნება ცალ-ცალკე. გარდა იმისა, რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული, პარლამენტის თანამდებობის პირები, თუ სხვა პირები, ეს არის ჩემს გარეშე. მე ვადგენ ჩემი პირადი სტუმრების სიას",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძის მიწვევას ინაუგურაციაზე, ზურაბიშვილმა აღნიშნა, "უნდა ვიფიქრო ამ თემაზე. ხვალ გეტყვით". "თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, იქნება დაპატიჟებული",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მის ინაუგურაციაზე ასევე იქნებიან მოპატიჟებული საფრანგეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

"მე დავპატიჟე ჩემი კოლეგები იმ დროიდან, ჩემი პირველი ცხოვრებიდან, რამდენიმე კოლეგა, მაგრამ ჯერ მათი პასუხი არ ვიცი. საკმაოდ მოკლე ვადებია და ახლოს იქაურ შობასთან",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ტეგები