„ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა ვინაობა ცნობილია
ამობეჭდვა · 06 / 12 / 2018 21:10
„ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა ვინაობა ცნობილია

სასტუმრო „ბევერლი ჰილტონში” გამართულ პრესკონფერენციაზე ჰოლივუდის ვარსკვლავებმა „ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა ვინაობა გამოაცხადეს.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ოქროს გლობუსისთვის „ბოჰემური რაფსოდია“, „ შავი კუკლუქსკლანელი‘“, „შავი პანტერა“, „თუ ბეილის ქუჩა ალაპარაკდება“ და „ვარსკვლავის დაბადება“ იბრძოლებს.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გლობუსის მოპოვების შანსი აქვთ ემილი ბლანტს, შარლიზ ტერონს, კონსტანს ვუსა და ელსი ფიშერს.

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელთა ნომინანტების ხუთეული ასეთია: ბრედლი კუპერი, უილიამ დეფო, რემი მალეკი, ჯონ დევიდ ვაშინგტონი, ლუკას ჰედჯესი.

საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში მოსახვედრად იბრძოდა ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“, თუმცა ამ კატეგორიაში ოქროს გლობუსისთვის იბრძოლებენ: „გოგონა“, „არასდროს გაიხედო სხვაგან“, Capernaum, „რომა“ და Shoplifters.

„ოქროს გლობუსის“ 76-ე დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 6 იანვარს გაიმართება. წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კინომოვლენას პირველი არხი პირდაპირ ეთერში გააშუქებს. ღონისძიებას ტრადიციულად, ბევერლი ჰილტონი უმასპინძლებს.

წყარო: 1tv.ge

ტეგები