შინდისში კომბინირებული სპორტული მოედანი შენდება
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2018 12:48
შინდისში კომბინირებული სპორტული მოედანი შენდება

შინდისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ, კომბინირებული სპორტული მოედანი შენდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედნის მოწყობის სამუშაოებს მთაწმინდის გამგეობა აფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 320 ათასი ლარი დაიხარჯება. 

მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

ამ ეტაპზე, მოედნის ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან არსებულ ფერდთან გრუნტის დამჭერი კედელი, გარშემო კი ლენტური საძირკველი ეწყობა.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოედანზე მავთულბადის ბარიერის, კალათბურთის ფარის, ფეხბურთის კარისა და განათების ქსელის მონტაჟი დაიწყება. სათამაშო ტერიტორია და საფეხმავლო ბილიკი არმირებული ფილებით მოპირკეთდება, რაზეც ხელოვნური ბალახის საფარი დაიგება. მოედანთან ავტომობილების ჩასასვლელად კი რკინაბეტონის პანდუსი მოეწყობა.

ახალი მოედნის მშენებლობა შინდისში წლის ბოლოს დასრულდება.