ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2018 15:58
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - დაშავებულია მოტოციკლის მძღოლი

ორთაჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მანქანას მოტოციკლი დაეჯახა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, გაჩერებულ სადისტრიბუციო ავტომობილს მოტოციკლი შეეჯახა.

​მოტოციკლის მძღოლი მძიმედ დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.