ტაქსები A და B კატეგორიებად დაიყოფა
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2018 17:19
ტაქსები A და B კატეგორიებად დაიყოფა

ნაციონალურმა მოძრაობამ ბოიკოტი უკვე გამოაცხადა თბილისის საკრებულოში. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიზეზი არის ის რომ ქვეყანაში საპრეზიდეტნო არჩევნები გაყალბდა.

სხდომაზე, რომელიც ამ პარტიის წევრების გარეშე გრძელდება, განხილვის მთავარი თემა ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპია. როგორც ირკვევა ცვლილებით, ტაქსები A და B კატეგორიებად დაიყოფა. A კატეგორიაში მყოფი ტაქსები უნდა იყოს თეთრი, თუმცა ისარგებლებენ შეღავათებით- ეს უკავშირდება როგორც პარკინგს, ასევე რეკლამის განთავსებას.

B კატეგორიაში მყოფი მძღოლები კი მხოლოდ გამოძახებით იმუშავებენ და მათ შეღავათებიც არ შეეხებათ. 

ახალი რეგულაციები 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედდეს.