8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2018 18:17
8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 8 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 01 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის II, III, IV, V მიკრორაიონების, გაგარინის, ვართაგავას, დემნა შენგელაიას, რამაზ შენგელიას, ნიკოლოზ შენგელაიას, მორეტის, მამკოდის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის, ქერჩის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.