საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2018 18:19
საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია "თელასის" ცნობით, საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 9 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, ქერჩის, ფორე მოსულიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.