მანდატურებს იანვრიდან ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ
ამობეჭდვა · 07 / 12 / 2018 19:11
მანდატურებს იანვრიდან ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ

საქართველოში 2019 წლის იანვრიდან სკოლის მანდატურებს ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე თქვა. 

მანდატურების ხელფასი ამ ეტაპზე 400 ლარს შეადგენს. 

საჯარო სკოლებში მანდატურები 2010 წლიდან მუშაობენ.