სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს
ამობეჭდვა · 08 / 12 / 2018 00:41
სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააპატიმრეს

სომხეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ექს პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ისევ დააპატიმრეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

მისი ადვოკატის თქმით, განაჩენი გასაჩივრდება. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები მომხდარს პოლიტიკურ დევნას უწოდებენ.

ქოჩარიანს 26 ივლისს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევისთვის წაუყენეს, 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 14 აგვისტოს ის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტი 1998-2008 წლებში იყო.